08:34 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 14:20:50, 911 ნახვა

პოლიტიკა
ფრიდი - ამერიკა არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის გამო - მთავრობამ იცის, რა არის პრობლემა EU-ს გზაზე

ამერიკა არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის გამო ან დსთ-ში ყოფნა-არყოფნის გამო ვინმეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი ჩაიგდო ამ მდგომარეობაში ავტორიტარული ქმედებებისა და დამაპირისპირებელი კულტურული საკითხების გამოყენების შედეგად,- ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ფრიდის თქმით, საქართველოს მთავრობის განცხადებები, რომ ევროპა მოლდოვას მეტი გაგებით ეკიდება, არადამაჯერებელია.

"მე ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოს ყველანაირი უფლება აქვს, ჰქონდეს ფრთხილი პოლიტიკა მოსკოვის მიმართ. არასდროს მითქვამს, რომ საქართველო უკრაინისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. მე მესმის საქართველოს სუსტი მხარეები, მაგრამ პრობლემა ისაა, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა იმას, რასაც მოლდოვა აკეთებს - რაც არის თავისი დაუცველობის, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება მაშინ, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს. საქართველო კი ისე გამოიყურება, თითქოს ამის საპირისპიროს აკეთებს და რუსეთთან კავშირებს ზრდის. ამას მოლდოვა ნამდვილად არ აკეთებს...

საქმე ისაა, რომ მე არ მესმის, რას აკეთებს საქართველო, რადგან ის სინამდვილეში თავს უფრო დაუცველს იხდის რუსეთის წნეხის მიმართ, რადგან ის საკუთარი თავის იზოლირებას ახდენს დიდი ხნის მეგობრებისგან. ამერიკა არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის გამო ან დსთ-ში ყოფნა-არყოფნის გამო ვინმეს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი ჩაიგდო ამ მდგომარეობაში ავტორიტარული ქმედებებისა და დამაპირისპირებელი კულტურული საკითხების გამოყენების შედეგად. იმისთვის, რომ გააძლიერონ თავიანთი ავტორიტარული დღის წესრიგი და მიემხრონ მოსკოვს უმთავრეს სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე...

საქართველოს მთავრობის ახსნა არ გამოდგება. მან ძალიან კარგად იცის, რა არის მისი პრობლემა ევროკავშირის გზაზე. ეს მისი საკუთარი მოქმედებებია. დიახ, მოლდოვას გეოგრაფიაც უწყობს ხელს უფრო მეტად, ვიდრე საქართველოს. მაგრამ საქართველოს მთავრობას ნამდვილად აქვს არჩევანი, სივრცე მანევრირებისთვის და ის შედარებით ცუდ არჩევანს აკეთებს. ვიმედოვნებ, უკეთეს არჩევანს გააკეთებენ",- განაცხადა ფრიდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics