|
2023-07-25 13:23:13, 622 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ერთია, როდესაც გაქვს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები, მაგრამ სხვაა, როცა ცდილობ, შენი ქმედებებით დააზიანო ქვეყნის ევროპული მომავალი
„როდესაც გაქვს მცდელობა, შენი გადადგმული ნაბიჯებით დააზიანო ქვეყანა, მისი იმიჯი და მომავალი, ეს არის მოღალატეობრივი ქმედებები“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს. თბილისის მერის თქმით, მსგავსი ქმედებები მოღალატეობრივია და ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს. „პირველი, მინდა ვთქვა რომ აღნიშნული კანონით, რომელიც რუსულ კანონად იყო შერაცხული, ძალიან ბევრი რამ გაირკვა. გაირკვა, რაზეც რამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რაც ძალიან ცუდია და დამაზიანებელი. მერე რა, შეიძლება დღეს ოპოზიციაში იყვნენ და ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ როდესაც გაქვს მცდელობა, შენი გადადგმული ნაბიჯებით დააზიანო ქვეყანა, მისი იმიჯი და მომავალი, ეს არის მოღალატეობრივი ქმედებები, რაც ძალიან სამწუხაროა, საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და აღნიშნული დოკუმენტაციით, რომელიც იქნა გამოქვეყნებული, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდა საზოგადოებას“,- აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძე, ასევე, გამოეხმაურა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ლობისტურ კომპანიასთან სავარაუდო კომუნიკაციის ფაქტს და აღნიშნა, რომ "ამაზე აუცილებელია ახსნა-განმარტებები, თავად პროცესში ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობა კი ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის". „ძალიან ცუდია და მძიმე, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი ჩართულია ასეთ ქმედებებში, ამას სჭირდება ახსნა-განმარტებები და კითხვებზე პასუხები. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, როდესაც არის მცდელობა ქვეყნის გაშავების, რომ ქვეყანა დაასანქცირონ. მე საუბარი არ მაქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და საელჩოს თანამშრომელზე, უფრო გამაღიზიანებელი, დამაზიანებელი და ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერში შენი ქვეყნის მოქალაქეები და პოლიტიკოსები არიან ჩართული, როგორმე როგორმე დააზიანონ ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. საზოგადოება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ვინც ასეთ ქმედებებში იღებს მონაწილეობას მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც ყველა არჩევნებზე, ასევე 2024 წლის არჩევნებზე გასცემს შესაბამის პასუხს,"- განაცხადა კახა კალაძემ.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)