07:42 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 11:11:31, 799 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მარგველაშვილმა თქვა, 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო - ანუ გაყიდვა დაუშვა

როდესაც მას უთხრეს, რომ 10 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან ერთადერთი ასეთი რაღაცა თქვა, რომ 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო - ანუ გაყიდვა დაუშვა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, "ასეთი ადამიანები"  ქართულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამებიან.

„მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც მას უთხრეს, რომ 10 500, თუ რამდენი იყო, დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან ერთადერთი ასეთი რაღაცა თქვა, რომ 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო. ანუ, გაყიდვა დაუშვა. აქედან ჩანს მისი სახე, ასეთი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, ასეთი ადამიანები არ შეესაბამება ქართულ პოლიტიკურ კულტურას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 24 ივლისს თანხის აღების შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა და მას "ბინძური ტყუილი" უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics