03:45 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-22 17:01:28, 1766 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკისა და იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს.

ზელენსკის თქმით, საუბარი ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას შეეხო.

"სატელეფონო საუბარი მქონდა NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან.

განვიხილეთ ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულება და შემდგომი ნაბიჯები უკრაინის NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე ერთმანეთს გავუზიარეთ შეფასებები შავ ზღვაში არსებულ ვითარებასა და რისკებზე, რომელიც გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება.

გარდა ამისა, ვისაუბრეთ პრიორიტეტულ და სამომავლო ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებელია შავის ზღვის მარცვლეულის დერეფნის განბლოკვისა და მდგრადი მუშაობისთვის",- წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics