10:13 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 16:46:43, 1311 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ენმ-სა და „სტრატეგია აღმაშენებელზე“ - მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით

მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერების განცხადებას.

სააკაშვილის თქმით, აღნიშნულ გაერთიანებაში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს "უკიდურესად სასარგებლო როლი აქვს".

"მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული მომენტისთვის ამის მიხედვით დადგინდება მომავალი პრემიერიც და მინისტრებიც.

თან არ დაგვავიწყდეს, რომ "ხელისუფლება" კოშმარულ სიზმარშიც კი არ უშვებს იმას, რაც მე გავაკეთე 2012-ში - კერძოდ კი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას. მაგრამ მოუწევთ და რაც უფრო დროზე დაუშვებენ საკუთარ თავში ამ აზრს, მით უკეთესი მათთვის და რა თქმა უნდა ქვეყნის მომავლისთვის.

განსაკუთრებით მინდა ვთქვა გიორგი ვაშაძეზე. მან მოასწრო და იყო ვარდების რევოლუციის პირველ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი, არა მხოლოდ იუსტიციის სახლების, არამედ ბევრი სხვა ძალიან საინტერესო იდეების გენერატორი.

შემდეგ ის აღმოჩნდა კიევში, სადაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა უკრაინელ დეპუტატებს და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ასევე საერთაშორისო არენაზე.

მის სიტყვას ნამდვილად აქვს წონა მთელს უკრაინაში, რაც უკრაინის საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ ძალიან სასარგებლო იქნება.

რა თქმა უნდა, ამ წლებში ჩვენ გვიკამათია და არც ყველაფერზე ვთანხმდებოდით, მაგრამ მის როლს მე ვაფასებ როგორც ძალიან დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოდ ახალ გაერთიანებაში",- წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics