00:18 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 13:31:11, 1286 ნახვა

სამართალი
„ბორკილები დამადეს და მცემეს“ - 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

21 წლის ლაშა ჟღენტი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ჟღენტი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ორ ადამიანთან ერთად თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, როდესაც პოლიციამ გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო.

21 წლის ახალგაზრდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უკვე დაიბარეს, ამბობს, რომ აღნიშნულის შემდეგ პოლიციელებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ვისაუბრებ სიმართლეს, რაც გამიკეთეს მანქანაში და მანამდე, რის გამოც ტყუილად წამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მცემეს. მანქანაში როდესაც ჩამსვეს, ბორკილები დამადეს, რომ არ გავმოძრავებულიყავი, ორ კაცს ვეჭირე და ერთი მირტყამდა. თავიდან ვინც შემოწმებაზე მოვიდა ჩვენთან, მაგ ორმა შეურაცხყოფა მომაყენა თავიდანვე და მანქანაში ერთ-ერთმა მცემა - მეორე საჭესთან იჯდა, ერთმა მცემა",- ამბობს 21 წლის ახალგაზრდა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

ჟღენტის დედის, სოფი გამცემლიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, "გაჩერების" მოთხოვნით, მასთან სატელეფონო ზარი განხორციელდა.

"რამდენიმე ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, რომ გავჩერდეთ. ბოდიშის მოხდით ყველაფერს აპატიებენ ბავშვებს, ოღონდ გავჩერდეთ. ჩვენ არ გავჩერდებით - ვინც არ უნდა დარეკოს. ჩემი შვილები არიან მართლები და ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით",- აცხადებს გამცემლიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics