|
2023-07-21 11:14:22, 1120 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - ღარიბაშვილმა ყველას დაანახა, რომ შეუძლია ქვეყანა მშვიდობით ატაროს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის პირობებში
ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას დაანახა, რომ შეუძლია ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება, შეუძლია გუნდის შეკვრა და შეუძლია ქვეყანა მშვიდობით ატაროს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის პირობებში - ეს არის ობიექტური რეალობა, თუ გვინდა ერთ წინადადებაში შევაფასოთ, თუ რას აკეთებს დღეს მთავრობის მეთაური საქართველოში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებაზე, პრემიერ-მინისტრზე და სხვა ლიდერებზე "ორკესტრირებული შეტევების გააქტიურების მოლოდინი აქვს, თუმცა, ერთი და იმავე ადამიანების მიერ ამ თემაზე საუბარი უკვე შედეგის მომტანი არ არის". მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს და მის ხალხსაც შეურაცხყოფენ. "ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ არაერთი ორკესტრირებული შეტევა ყოფილა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ შემთხვევაშიც, ეს ყველაფერი მიმართული არის ასევე ხელისუფლების, მთავრობის მიმართ, უშუალოდ კონკრეტული პირების: პრემიერ-მინისტრის და ყველა ჩვენი ლიდერის მიმართ. მე მგონია, ეს გაგრძელდება და უფრო მეტსაც გეტყვით, შეიძლება ეს უფრო აქტიური იყოს საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, იმდენად გაუვიდა ყავლი, რაოდენობრივად რაც არ უნდა დიდი იყოს ეს ყველაფერი, შედეგის მომტანი არ არის. კარგად დავინახეთ, რომ ეს შეტევები მოდის, ვხედავთ, არის ხოლმე შემთხვევები როდესაც ახალი აქტორები ერთვიან, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამაზე საუბრობენ, უკვე გათელილი თემაა და შესაბამისად, აქ ახალი არაფერი არ არის. ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიწოდებენ "ბანდას", იმ ადამიანს მგონი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს საქართველოში რა ხდება და ერთის მხრივ, პირდაპირ, უშუალო შეურაცხყოფას აყენებს აბსოლუტურად ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ირჩევს საკუთარ სახელმწიფოში იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს და მეორე, საბოლოო ჯამში, შეურაცხყოფას აყენებს ამით ხალხსაც და ჩვენს სახელმწიფოსაც", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)