07:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 10:26:06, 808 ნახვა

მსოფლიო
CIA-ს დირექტორი - პრიგოჟინი რომ ვიყო, საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი - პუტინი ანგარიშსწორების მოციქულია

ევგენი პრიგოჟინი რომ ვიყო, ჩემს საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი - ვლადიმერ პუტინი ანგარიშსწორების მოციქულია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

ბერნსის თქმით, სჯერა, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი ამჟამად მინსკში, ბელარუსში იმყოფება, როგორც ეს მის ბოლო ვიდეოში ჩანს.

"ის ცოტათი გადაადგილდა. ვფიქრობ, ბოლო დროს მინსკში იყო. დარწმუნებული არ ვარ, რომ მინსკის გარეუბანში პენსიაზე გასვლას გეგმავს, მაგრამ მან დრო რუსეთშიც გაატარა... პრიგოჟინი რომ ვიყო, ჩემს საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი",- ამბობს CIA-ს დირექტორი.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics