|
2023-07-19 21:58:24, 1122 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - „მეორე ფრონტი“ უკრაინის მაღალჩინოსნებისგან მომდინარეობს - მე ხომ არ მოვიგონე?!
სიტყვა „მეორე ფრონტი" უკრაინის მაღალჩინოსნებისგან მომდინარეობს, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო "მეორე ფრონტის" გახსნა საქართველოში და მოლდოვაში. ეს მე ხომ არ მოვიგონე?! მათ თქვეს!- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინელი მაღალჩინოსნები ღიად ამბობდნენ, რომ "დღევანდელი ხელისუფლება არ არის ომის მთავრობა და მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, რუსეთის წინააღმდეგ ომს აუცილებლად დაიწყებდა". „რაც შეეხება მათ ასეთ ხელოვნურ დაინტერესებას ამ თემით, მე შეგახსენებთ, მეგობრებო, პირდაპირ თქვეს... თქვენ ხომ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქე?! მერე რა გირჩევნიათ, ქვეყანაში ომი იყოს თუ ლომჯარიას მსგავსად გინდათ, რომ ბომბები ცვიოდეს?! ომი არის თავში. ომის დაწყების შემდეგ, ყველა ის ორკესტრირებული, კოორდინირებული, შეთანხმებული მოქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს ჩვენს წინააღმდეგ, ოპოზიციის ჩართულობით და ოპოზიციასთან ერთად, მათ ამის შემდეგ, რაც ეს ყველაფერი წყალში ჩაეყარათ და არაფერი არ გამოუვიდათ, ღიად თქვეს, რომ მათი ინტერესი იყო "მეორე ფრონტის" გახსნა საქართველოში. სიტყვა „მეორე ფრონტი" მათგან მომდინარეობს. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო "მეორე ფრონტის" გახსნა საქართველოში და მოლდოვაში. ეს მე ხომ არ მოვიგონე?! მათ თქვეს. შეგახსენებთ მეორე ფაქტს, მათ დაინტერესებაზე რომ გიპასუხოთ, კიდევ ერთხელ. ზელენსკის მრჩევლები და უამრავი, ოფისის წარმომადგენლები ვინც არიან, ღიად ამბობდნენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება, ანუ ჩვენი მთავრობა არ არის ომის მთავრობა და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის სიტყვები უკრაინის ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების, თანამდებობის პირების. ამაზე ყველა ნორმალური ადამიანი, ვინც არის ობიექტურად განწყობილი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ამ ქვეყნის პატრიოტია და არ არის უცხო ქვეყნების მსახური და ვიღაც აგენტი, როგორ შეიძლება კითხვა გაუჩნდეს საერთოდ ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ხდება?!"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)