10:37 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 21:38:00, 1029 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ეს სიმულიანტი კაცი და მისი ოჯახი მილიონებს ხარჯავს, რომ სახელმწიფოს იმიჯი დაზიანდეს - რა შეიძლება იყოს ამაზე სამარცხვინო

ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს და არა მხოლოდ სააკაშვილის ოჯახი და პირადად სიმულიანტი სააკაშვილი, მისგან მოდის ყველაფერი. ამ პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები. როგორც დამნაშავე სააკაშვილის ოჯახის წევრები და მათი ლობისტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "მათი ინტერესია, რომ ქვეყანაში ომი და ნგრევა იყოს".

„მათი ინტერესია, რომ ეს მშვიდობა და ყველაფერი დასრულდეს, აქ იყოს ომი, ნგრევა და უბედურება ისეთი, რაც ახლა ხდება უკრაინაში. აი, ეს არის რეალური მიზეზი. ამის თავი და თავი არის, რა თქმა უნდა, ისევ ვიმეორებ სიმულიანტი სააკაშვილის ოჯახი. მთელმა მსოფლიომ და საზოგადოებამ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, სამწუხაროდ, მათ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ზოგიერთი ყოფილი პოლიტიკოსი და მათ შორის, სამწუხაროდ, სხვა ზოგიერთი, ასე ვთქვათ, ევროპელიც, სიმართლე არის ერთი - ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ. ეს არის მთავარი.

რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, 9 წელი რომ მართავდა ამ ქვეყანას, ეს სიმულიანტი კაცი, მისი ოჯახი იხდის მილიონობით დოლარს, მილიონებს ხარჯავს მთელ მსოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაზიანეს, ჩვენი რეპუტაცია შეილახოს, სახელმწიფოს და არა მმართველი პარტიის. საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს, მეგობრებო და ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, სამწუხაროდ. ეს ყველაფერი არის ამ კამპანიის გაგრძელება, შემადგენელი ნაწილი, ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღურად აკეთებენ კომენტარებს, მე აღარ  გავიეორებ ჩემთვის არაფერს ნიშნავს მათი გვარები, ისინი ჩართულნი არიან ამ კორუფციულ კამპანიაში და ესაა ქვეყნის წინააღმეგ მიმართული მტრული კამპანია, ამას სახელი უნდა დავარქვათ, მეგობრებო, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, სიმართლეს, რომელიც ჩვენს მხარეს არის, ვერავინ შეეწინააღმდეგება, ვერც ერთი ათეულობით მილიონი დოლარი, რაც არ უნდა ხარჯოს საააკაშილის ოჯახმა. სხვათაშორის, კიხთვები უნდა დაუსვათ თქვენ - საიდან აქვს 100 მლნ-ზე მეტი ქონება სააკაშვილის დედას, მაგალითად. საიდან ფინანსდება ეს მრავალმილიონიანი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია. კითხვა დაუსვით თქვენს მფლობელებს, რატომ არ უსვამთ ამ კითხვას, საიდან ფინანსდება, საიდან აქვთ ეს არადეკლარირებული მილიონები და რატომ ხარჯავენ სახელმწფოს წინააღმდეგ მტრულ კამპანიაში ამ მილიონებს, ესაა უბედურება",- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.

დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელეს, მათ შორის არის ექსპრეზიდენტზე სტატიების მომზადება, რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება და ა.შ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics