|
2023-07-19 13:20:16, 744 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი ზურაბიშვილზე - უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული
სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული,- საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს განცხადებას გამოეხმაურა. „აღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ ეს ქალბატონი უკვე ძალიან დიდი ხანია, გაღმაა გასული“,- ამბობს კულტურის მინისტრი მეხუთე პრეზიდენტზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა, პიერ-ალექსანდრე კრევომ, რომლის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნის შესახებ გუშინ, 18 ივლისს გახდა ცნობილი, "ტვ პირველთან" საუბრისას თქვა, რომ „სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ხედავს სააკაშვილის შეწყალების საჭიროებას“. პიერ-ალექსანდრე კრევოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგანგებო განცხადებით უპასუხა, რომელშიც ნათქვამია, რომ "მას არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე. ყველაზე გასაკვირი და ნამდილად სამწუხაროა, თუ რა სისწრაფით აღიქვა, აითვისა და გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა ახალგაზრდამ საქართველოს პოლიტიკური სივრცის ყველაზე მახინჯი და უღირსი თვისებები".
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)