|
2023-07-18 16:49:55, 775 ნახვა
პოლიტიკა
არახამია - შემიძლია მივმართო უკრაინის გენპროკურორს, რომ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს
მე, როგორც დეპუტატმა, ჩემს კოლეგებთან ერთად, შემიძლია მივმართო უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომ მან დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე,- ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა, დავით არახამიამ კიევში, "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობის" დაფუძნების ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც არახამიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "მთავარი არხის" დამფუძნებლის შეწყალების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტიც უნდა შეიწყალოს. "ევროპაში ქართველ ჩინოვნიკებს ხელს არ ართმევენ, ეუბნებიან, რომ თქვენ დეკლარირებული გაქვთ კურსი ევროპისკენ, მაგრამ თქვენი ჟურნალისტი ციხეში გყავთ გამომწყვდეული და ვერ ასაბუთებთ, რატომ - რაღაც გამოგონილი ბრალდებით. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც საზოგადოებაში საერთაშორისო პოლიტიკოსის იმიჯი აქვს, რომელსაც უნდა, რომ შეხვდნენ, ხელი ჩამოართვან და აღქმული იყოს დიპლომატად, შეიწყალა ნიკა გვარამია და ეს ჩვენთვის სასიხარულო ამბავია. ახლა ჩვენი შემდეგი ეტაპი ბატონი სააკაშვილია. მე მგონია, მთავარია, მისი შეწყალება საქართველოში აღქმულია, რომ ის იქნება პოლიტიკური ლიდერი, ექნება საკუთარი პარტია. მათ არჩევნები აქვთ მომავალი წლის შემოდგომაზე და ფიქრობენ, რომ თუ მას გაათავისუფლებენ, ამით შეიქმნება პოლიტიკური კონკურენცია. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მათ დიალოგი, მაგრამ ახლა ეს უკვე პოლიტიკას აღარ ეხება. ახლა საკითხი სიცოცხლის გადარჩენაზეა, ჰუმანიტარულ მისიაზე, რომ უკრაინის მოქალაქე ბატონი სააკაშვილი, რომელიც კვდება ციხეში და 100%-იანი პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. ამას ისინიც ხვდებიან და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ იმიტომ შეუშვეს ევროპელი ექიმები შესამოწმებლად, რომ დაიწყეს ნერვიულობა. მე, როგორც დეპუტატმა ჩემს კოლეგებთან ერთად, შემიძლია მივმართო უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომ მან დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, მკვლელობის მცდელობაა",- განაცხადა დავით არახამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)