11:14 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 15:21:26, 790 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - სააკაშვილის გადარჩენის გასაღები უკრაინაშია, თავისი სიტყვა უნდა თქვან თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც

სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაშიც, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმა, უთხრან თავიანთი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს,- ამის შესახებ "მთავარი არხის" დამძუფნებელმა, ნიკა გვარამიამ კიევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე განაცხადა.

გვარამიას თქმით, "სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის პირადი პატიმარია".

"მიხეილ სააკაშვილი არის არა უბრალოდ პოლიტპატიმარი, არამედ ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის პირადი პატიმარი იმიტომ, რომ ისეთი მეტოქე, როგორიც სააკაშვილია, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში არამედ მთელ მსოფლიოში, პუტინს არასდროს ჰყოლია. ჯერ კიდევ 15 წლის წინ, როდესაც არავის სჯეროდა, რომ რუსეთი ისეთივე ბოროტების იმპერიაა, როგორიც იყო 70 წლის განმავლობაში და შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაშიც, მიშა ამაზე საუბრობდა. მან იწინასწარმეტყველა ყირიმის ამბავიც და სწორედ ამიტომ ზის ის დღეს ციხეში.

ჩემთვის მისი გათავისუფლება არის მეგობრის დახსნა ციხიდან, მეგობრისა, რომელიც ძალიან მიყვარს. მე ჩემს მაგალითზე გეტყვით, თუ რა გააკეთა მიშამ საქართველოსთვის. მე აფხაზეთიდან ვარ, მაგრამ 2003 წელს თბილისში ცხოვრება მომიწია, მოდი, ასე ვთქვათ, ფორსმაჟორული სამხედრო მოქმედებების გამო. მაშინ ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, რომ ჩემნაირი ადამიანი შეიძლებოდა მინისტრი გამხდარიყო. და მე გავხდი მინისტრი 5 წლის შემდეგ იმიტომ, რომ მიშამ საქართველოში ყველაფერი შეცვალა. მან გაუხსნა კარი ყველას, ვინც ამას იმსახურებდა და დაუხურა კარი ყველას, ვინც ამას არ იმსახურებდა. 

მიშამ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ნამდვილ ქვეყნად აქცია. სამწუხაროდ, ახლა ყველაფერი ისევ უკან დაბრუნდა. ახლა საქართველოს პოლიტიკა ისე ახლოს არის რუსულ პოლიტიკასთან, როგორც არასდროს. ეს პარადოქსულია იმიტომ, რომ რუსეთი ახლა ისეთი სუსტია, როგორც არასდროს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება ფსონს ჩამოდის რუსეთის გამარჯვებაზე, რადგან მას სხვა გამოსავალი არა აქვს. ამ ბოროტების სიმბოლო არის ციხეში მყოფი სააკაშვილი. ახლა მიშა არის თავისუფალი სამყაროს სიმბოლო. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშას გადარჩენის გასაღები არის უკრაინაშიც, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებმაც, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმა, უთხრან თავიანთი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს. მე ვფიქრობ, რომ მიშამ ამ ქვეყნებისგან ეს დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყნებიც გულშემატკივრობენ მიშას. უბრალოდ, ამის შესახებ ხმამაღლა არის საჭირო ლაპარაკი",- განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, კიევში "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო  მოძრაობა" დაფუძნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics