17:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 11:10:57, 1480 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ოდესისა და ნიკოლაევის პორტებს

წუხელ, მას შემდეგ, რაც რუსეთი გამოვიდა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან, რუსეთის არმიამ შეუტია საპორტო ქალაქებს ნიკოლაევსა და ოდესას.

უკრაინის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ „სამხრეთმა“ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა შავი ზღვიდან ექვსი კალიბრის რაკეტით შეუტიეს ოდესას, ყველა მათგანი ჩამოაგდეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ. ჩამოგდებული რაკეტების ფრაგმენტებმა და აფეთქების ტალღამ დააზიანა პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტები და რამდენიმე კერძო სახლი. დაშავებულია ერთი ადამიანი. ოპერატიული სარდლობა ამტკიცებს, რომ ღამით ოდესის რეგიონში 21 შაჰედი ჩამოაგდეს.

ნიკოლაევის რაიონში განგაშია გამოცხადებული. უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ ჩამოაგდეს ოთხი რუსული დრონი. რეიდის შემდეგ, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ ხანძარი ლიკვიდირებული იყო, არ დაუკონკრეტებია სად მოხდა აფეთქება. უკრაინული და რუსული წყაროები ნიკოლაევის პორტში ხანძრის შესახებ იუწყებიან. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ანექსირებული ყირიმის რუსმა ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა სამშაბათს დილით განაცხადა, რომ ცხრა უკრაინული დრონი ჩამოაგდეს ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით ღამით, ხოლო კიდევ 19 ჩაახშეს ელექტრონული  სისტემებით. აქსიონოვს არ დაუკონკრეტებია, რომელ ობიექტებს დაესხნენ თავს. ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით არის ყირიმის ხიდი, რომელიც წინა დღეს, 17 ივლისს, ნაწილობრივ განადგურდა უკრაინული ზედაპირული უპილოტო მანქანების დარტყმის შედეგად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განმარტა, რომ ჩამოგდებულია 17 უპილოტო თვითმფრინავი, ჩაახშობილია 11. მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics