|
2023-07-18 10:56:07, 1008 ნახვა
მსოფლიო
კირბი - აშშ უკრაინული მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად სხვა ქვეყნებთან მუშაობას გააგრძელებს
ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას სხვა ქვეყნებთან უკრაინული მარცვლეულის გატანის უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, აშშ, მარცვლეულის გადაზიდვების დასაცავად, სამხედრო აქტივების გამოყენებას არ განიხილავს. „აშშ არ განიხილავს შეერთებული შტატების სამხედრო აქტივების გამოყენებას მარცვლეულის გადაზიდვების დასაცავად“,- განაცხადა კირბიმ. ცნობისთვის, გუშინ, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ამოეწურა, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)