22:17 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 10:51:46, 1254 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - EU მოუწოდებს რუსეთს, „მარცვლეულის შეთანხმების“ განხორციელება დაუყოვნებლივ განაახლოს

ევროკავშირი ცალსახად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" შეწყვეტის შესახებ,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.

ბორელის თქმით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების უკანონო ბლოკირება და დაუშვას შავ ზღვაზე ნაოსნობის თავისუფლება.

„რუსეთი თავისი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ამწვავებს სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს, რომელიც შეიქმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაჩაღებისა და უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადის შედეგად. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების უკანონო ბლოკირება და დაუშვას შავ ზღვაზე ნაოსნობის თავისუფლება. რუსეთი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას“,- წერია განცხადებაში.

ბორელის თქმითვე, „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტით, რუსეთი ცალმხრივად ბლოკავს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ გზას.

„ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გადახედოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ განაახლოს "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" განხორციელება. ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა გააგრძელოს ყველა საქონლის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების დროული და სტაბილური მიწოდების მხარდაჭერა გლობალურ ბაზრებზე ევროკავშირი-უკრაინის „სოლიდარობის გზების“ მეშვეობით. ევროკავშირი გააგრძელებს "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" განახლებისთვის ყველა მცდელობის მხარდაჭერას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.

"მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ამოეწურა, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics