11:14 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 09:53:29, 788 ნახვა

პოლიტიკა
ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე არის უმაღლეს წერტილში და შარშანდელი ნატოს წვრთნებიც ამას ცხადყოფს - ჯუანშერ ბურჭულაძე

ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე არის უმაღლეს წერტილში და შარშანდელი ნატოს წვრთნებიც ამას ცხადყოფს,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა ოპოზიციას უპასუხა და აღნიშნა, რომ ის აზრი, თითქოს საქართველოს ნატოსთან დაკავშირება შეფერხებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„შვიდი საერთაშორისო წვრთნა ჩატარდა საქართველოში. არასდროს ასეთი შედეგი ჩვენ არ გვქონია, რომ საქართველოს ემასპინძლოს ერთი წლის განმავლობაში შვიდი საერთაშორისო წვრთნისთვის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

თავდაცვის მინისტრმა საქმიანი ვიზიტების დინამიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ნატოს მხრიდან საქართველოსთვის ვილნიუსის სამიტზე არანაირი პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული".

მისი განმარტებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აქტიურად მონაწილეობს ყველა ფორმატის შეხვედრაში და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი ევროპაში

„მე პირადად ვიყავი, ალბათ რეკორდული ციფრია, 7-ჯერ ერთი წლის განმავლობაში ნატოში, სადაც შეხვედრა გავმართე გენერალურ მდივანთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატოს მინისტერიალებს დავესწარი, ჩვენ ვართ რამშტაინის ჯგუფის წევრები. აბსოლუტურად რელევანტურობა დაკარგული აქვს ამ საკითხს. ჩვენ განვიხილეთ ის ფორმატები პარტნიორებთან ერთად, რაც უნდა ჩატარებულიყო ვილნიუსში. რა თქმა უნდა, შევარჩიეთ ის ფორმატი, რომელიც მეტ - ნაკლებად მისაღები იქნებოდა ჩვენთვისაც, მათთვისაც და ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული ვილნიუსში, ჩვენს ოპონენტებს სურთ ეს უარყოფითად დაანახონ ჩვენ საზოგადოებას, თუმცა, ამას პერსპექტივა არ აქვს, რადგან ერთხმად ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს, რომ ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ამ გზის პერსპექტივის სიცხადე, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics