|
2023-07-17 12:47:03, 992 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ჩვენ დავაწესეთ სანქციები - იმედი გვაქვს, რომ ყველა, ვისაც EU-ში გაწევრიანება სურს, ამავე მიდგომას გამოიყენებს
ჩვენ დავაწესეთ სანქციები - იმედი გვაქვს, რომ ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით კი ჩვენი თანამოაზრეები და ისინი, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ამავე მიდგომას გამოიყენებენ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რუსეთმა აგრესიისთვის "მძიმე ფასი უნდა გადაიხადოს". "ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ევროკავშირის პოზიცია რუსეთთან კონტაქტებთან და რეისების განახლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხებათ ტურისტებს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული გაუმართლებელი აგრესიის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეზღუდა კონტაქტები რუსეთის მოქალაქეებთან. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ერთადერთი გზა ამ ომის შეჩერებისა არის რუსეთზე ზეწოლის განხორციელება. რუსეთმა მძიმე ფასი უნდა გადაიხადოს ამ აგრესიისთვის და სწორედ ამიტომ დავაწესეთ სანქციები, სწორედ ამიტომ არის უფრო რთული რუსებისთვის ევროპაში ჩამოსვლა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით კი ჩვენი თანამოაზრეები და ისინი, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ამავე მიდგომას გამოიყენებენ",- ამბობს ევროკავშირის ელჩი. ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება. აღნიშნულ ინფორმაციას "სიცრუეს" უწოდებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და განმარტავს, რომ "ტენდერი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 11-კმ-იანი მონაკვეთის (კმ17-კმ28, თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტის მოსამზადებლად". უწყების ცნობით, "თბილისი-ნატახტარის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის), ანუ სწორედ ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და რუსეთთან დამაკავშირებელ გზას არ წარმოადგენს".
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)