|
2023-07-17 11:05:33, 788 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს საგარეო უწყება დატოვა
პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, მარიუშ პიეტრ ჟაკმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა. დიპლომატს საგარეო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი დიპლომატიურ უწყებაში კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად დაიბარეს. როგორც ცნობილია, სამინისტროში პოლონეთის ელჩი იყო დაბარებული, თუმცა მარიუშ მაშკიევიჩი ამჟამად პოლონეთში იმყოფება. ცნობისთვის, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა. აღნიშნულის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საგარეო უწყებას მოუწოდა, რომ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტზე საელჩოს პოზიცია მოესმინა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)