12:16 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 20:21:51, 715 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი სააკაშვილზე - ენმ-ში მისი ლიდერობა არ სჭირდებათ, ის პროპაგანდისტული ხაზი კი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა

ევროპარლამენტარების მიმართვას რაც შეეხება, გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ მათთვის მოულოდნელი რამ მოხდა. სააკაშვილმა მოულოდნელად, შეუთანხმებლად მიატოვა ის როლი, რომელიც მას ჰქონდა მიწერილი - ეს იყო ავადმყოფის, მომაკვდავის, მოწამლული ადამიანის როლი და პოლიტიკურ ველზე გამოიჭრა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტარების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში გადაიყვანონ.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიხეილ სააკაშვილის ლიდერობა არ სჭირდებათ, ხოლო "ის პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა“.

„რასაკვირველია, დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" მისი ლიდერობა არ სჭირდებათ, აქ სხვა თემებზეა საუბარი, ხოლო ის პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა, რომ საქართველოს სახელმწიფო დახატულ იქნეს, როგორც ურჩხული, ვინც მესამე პრეზიდენტს აწამებს და ეს პიარული სვლა არ უნდა იყოს დღის წესრიგიდან მოხსნილი. აქედან გამომდინარეობს ის პათოსი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ დეპუტატების განცხადებაში. შესაძლოა, არის გარკვეული ემოციაც ზოგიერთის მხრიდან, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკა ყოველგვარ ემოციას და პიარულ დამოკიდებულებას სჭარბობს“,- აღნიშნა ვოლსკიმ. 

მისივე განმარტებით, ევროპარლამენტარების წერილი იგივე პროპაგანდისტულ ტრენდში ზის, იმ გამონაკლისის გარდა, რომ  „სააკაშვილი აღარ არის ავად, აღარ სჭირს დემენცია, დაიწყო გამოჯანმრთელება და უფრო მეტიც, მან უარი თქვა თავისთვის განკუთვნილ როლზე, ყოფილიყო პოლიტიკური სტრატეგიის მძევალი“.

„კოლექტიური წერილი, რომელიც ევროპარლამენტარებმა გაკეთეს, სწორედ ერთი და იგივე პროპაგანდისტულ ტრენდში ზის. უბრალოდ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - სააკაშვილი აღარ არის ავად, სააკაშვილს აღარ სჭირს დემენცია, სააკაშვილმა დაიწყო გამოჯანმრთელება და უფრო მეტიც, მან უარი თქვა თავისთვის განკუთვნილ როლზე, ყოფილიყო პოლიტიკური სტრატეგიის მძევალი, რასაც რევოლუციური პროცესის განვითარება ჰქვია. იგი გამოიჭრა, როგორც "ქვინის" ცნობილ სიმღერაშია, თავისუფლება მოითხოვა, პოლიტიკურ ასპარეზზე გაიჭრა და მას იმ წუთში მიუთითეს, რომ მისი ადგილი არის სარეცელზე, სადაც მან უნდა ითამაშოს მომაკვდავი, მოწამლული პრეზიდენტის როლი, რათა საქართველოს სახელმწიფოს ამით უფრო მეტი ზიანი მოაყენოს. მისი პოლიტიკური ლიდერობა დღეს არავის სჭირდება. უკრაინის რადა განცხადებას აკეთებს იგივე კონტექსტში, რასაკვირველია, მისი მოქალაქე გათვალისწინებულია, მაგრამ უკრაინის მოქალაქე იყო მაშინაც, როცა უკანონოდ კვეთდა საზღვარს და უკრაინის საზღვარიც უკანონოდ დაარღვია და უკრაინის კანონებიც, გარდა იმ კანონებისა, რომლის გამოც არის ის ბრალდებული ძალიან სერიოზული დანაშაულების გამო“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics