|
2023-07-14 10:56:09, 2067 ნახვა
სამხედრო
„ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსზე“ უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილეს
„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის“ მსმენელები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებს გაეცნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური ჩარჩოსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გაცნობის გარდა, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და პრიორიტეტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. "უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა თავდაცვის უწყების მოკლე და გრძელვადიანი სახელმძღვანელო დოკუმენტებით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებსა და თავდაცვის ძალების ამოცანებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მოხსენების ფარგლებში ყურადღება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს მიღწეულ პროგრესსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმებზე, უსაფრთხოების რთულ გარემოსა და მზარდი საფრთხეების ფონზე, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და პრაგმატულ მიდგომებსა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯები, ტრანსფორმაციის პროცესი მიმოიხილა და თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის კიდევ უფრო გაზრდის კუთხით განსახორციელებელ აქტივობებეზე ისაუბრა. მოგვიანებით შეხვედრა დიკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. მომხსენებლებმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცეს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის თემატიკისადმი მიძღვნილი სესია მონაწილეებმა სიმულაციური სავარჯიშოების შესრულებით დაასრულეს, რომლის სცენარიც კრიზისულ მდგომარეობას უკავშირდებოდა. „ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში“ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართულები. ხუთდღიანი კურსის განმავლობაში როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო კონტექსტში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებულ აქტუალურ ინფორმაციას მაღალი თანამდებობის პირები, უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, კვალიფიციური მომხსენებლები აწვდიან",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)