13:20 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 17:46:18, 762 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - სტრასბურგში გვარამიას მასპინძლები საქართველოს მეგობრები არ არიან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კონკრეტული ევროპარლამენტარების მიზანი, რომლებსაც "მთავარი არხის" დამფუძნებლი ნიკა გვარამია სტრასბურგში ხვდება, საქართველოს ხელისუფლების ცვლილებაა.

კალაძის თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„როდესაც პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ვთქვი, რომ ეს  პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. სადაც ბატონი გვარამია მიიწვიეს, იმ ვიზიტის მასპინძლები  რა განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოზე კარგად გვახსოვს, ასევე, სტატუსის მიღებაზე. ისინი  სტატუსის საპირწონედ სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებდნენ“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმითვე, კონკრეტული ევროპარლამენტარების რადიკალური ქმედებები მარცხისთვის იქნება განწირული.

„ყველაფერი ნათელია. ამ ადამიანებს სხვა მიზანი აქვთ. ისინი არ არიან საქართველოს მეგობრები. მათი მიზანია  საქართველოს ხელისუფლების ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა ეს როგორი გზით მიიღწევა. მათთვის არადემოკრატიული ქმედებებიც მისაღებია. მინდა, მათ იმედი გავუცრუო, არაფერი გამოუვათ. მათი რადიკალიზმი მარცხისთვისაა განწირულია“, - დასძინა კალაძემ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" დაფუძნებელი ნიკა გვარამია სტრასბურგში იმყოფებოდა და ევროდეპუტატებს შეხვდა. შეხვედრების შემდეგ, გუშინ, 12 ივლისს გვარამიამ და ევროპარლამენტარებმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics