08:34 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 17:43:49, 814 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს

თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია და ხელისუფლება თანმიმდევრულად მოქმედებს.

„რა თქმა უნდა, საქართველო მზად არის, რომ რეფორმები განახორციელოს. რეფორმების განხორციელება არ ნიშნავს იმას, რომ დღეს რაღაც შესრულდა და ამით დასრულებულია ყველაფერი. ეს არის გრძელვადიანი, ხანგრძლივი პროცესი, რასაც ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ინტეგრირება და გაწევრიანება მოხდეს იმ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმატებას ევროინტეგრაციის პროცესში.

„თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. ყველა გადადგმული ნაბიჯი, ეს იყო ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, სავაჭრო ურთიერთობები - ყველაფერი იყო „ქართული ოცნების“ და მისი გუნდის დამსახურება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics