08:34 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 17:16:41, 1215 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ბაიდენის განცხადებაზე - ჩემი პრეზიდენტობის დროს, საქართველოს სანიმუშოდ მოიხსენიებდნენ, ახლა კი ბელარუსული რეჟიმის გვერდზე გვახსენებენ

ჩემი პრეზიდენტობის დროს, საქართველოს მოიხსენიებდნენ როგორც სახელმწიფოს, რომელიც სანიმუშო იყო რეგიონში. ახლა კი ბელარუსული რეჟიმის გვერდზე გვახსენებენ და არა საქართველოს მთავრობას, არამედ ქართველ ხალხს მოუწოდებენ ბრძოლისკენ,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას.

სააკაშვილის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ისევე, როგორც ბელარუსებს და მოლდოველებს, ბრძოლისაკენ მოუწოდა. 

"ამერიკის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ისევე, როგორც ბელარუსებს და მოლდოველებს ბრძოლისაკენ მოუწოდა. დააკვირდით, რომ არც ბელარუსი და არც მოლდოვა ფორმალურად ნატოსკენ არ მიისწრაფვიან.

ჩემი პრეზიდენტობის დროს, საქართველოს მოიხსენიებდნენ როგორც სახელმწიფოს, რომელიც სანიმუშო იყო რეგიონში. ახლა კი ბელარუსული რეჟიმის გვერდზე გვახსენებენ და არა საქართველოს მთავრობას, არამედ ქართველ ხალხს მოუწოდებენ ბრძოლისკენ.

დიახ, ჩვენ ვიბრძოლებთ და სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ ჩვენს ხალხს საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობისა და თუნდაც სიცოცხლის ფასად ამ ბრძოლაში დავეხმარო",- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, 12 ივლისს ნატოს ვილნიუსის სამიტის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბელარუსში, მოლდოვაში და საქართველოში ადამიანები აგრძელებენ ბრძოლას, რომ მათი ხმა მოისმინონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics