|
2023-07-13 13:05:10, 1385 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს შეხვდა. აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდა სპორტსმენებს მხარდაჭერა აღუთქვა და შემდგომი წარმატებები უსურვა. "პოლონეთში მიმდინარე 2023 წლის მესამე ევროპულ თამაშებზე სპორტსმენებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ბათუმელმა სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე გიგი პაქსაძე - ევროპის ჩემპიონი გახდა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2023 წლის ევროპის ახალგაზრდულ (U20) ჩემპიონატში აჩიკო ბოლქვაძე მეოთხედ დაეუფლა ევროპის ჩემპიონის ტიტულს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე, მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვნად გაზრდილ საპრიზო თანხას წელსვე მიიღებენ. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ გაგრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. შეხვედრას აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე ესწრებოდნენ",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)