13:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 19:48:25, 831 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ამერიკულ კანონს დაარქვეს რუსული კანონი და დღემდე ჯიუტად იმეორებენ რომ ეს არის რუსული კანონი

არც ერთი ოპოზიციონერი დარბაზში აღარ არის. ხალხი,  რომელიც  საკუთარ  ჯარისკაცებს  ომის  დანაშაულს  აბრალებდა, დღეს  სხვანაირად  ლაპარაკობს  სხვის  მიმართ და  შემთხვევითი  არ  არის,  იმიტომ,  რომ  მსოფლიო  ტრენდია  სამწუხაროდ დღეს, რომ საბრძოლველია “ფეიკთან”, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა,  მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ გაიხსენა უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომელსაც „რუსული კანონი“ დაარქვეს, სინამდვილეში კი, მისი თქმით, შიდა და გარე აქტორებმა სწორედ რუსული მეთოდებით გაავრცელეს ამერიკული კანონის შესახებ დეზინფორმაცია.

მან ასევე აღნიშნა, რომ „თავდაცვის კოდექსი“ საქართველოს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ნატოსთან დაახლოებაში.

„ჩვენ  ვართ  მოცემულობაში,  სადაც  კონკრეტულმა  პოლიტიკურმა  ძალამ,  რომელიც  მართავს  ქვეყანას,  თარგმნა  ამერიკული კანონი, დააინიცირა  და  სხვადასხვა შიდა  თუ  გარე  ძალისხმევის  შედეგად, მას  დაარქვეს  რუსული  კანონი და  დღემდე  ჯიუტად  იმეორებენ, რომ ეს  არის  რუსული  კანონი. რეალურად,  ეს  არის  საუკუნის  აფიორა  და  რუსული  „ფეიკი“. ერთი-ერთში,  რუსული  საშუალებები როგორც  ავრცელებენ, იმ  დეზინფორმაციის მეთოდებით, უნდა  გაიმეორო  ათიათასჯერ  რაღაც  სიტყვა  და  იმას  დააჯერებ საზოგადოებას და ბულინგის  ქვეშ  უნდა  ამყოფონ ქართული საზოგადოება - წარმოუდგენელია.

სიმართლე  არის  ერთი, რომ საქართველო  დღეს  ისე  როგორც არასდროს,  აკმაყოფილებს  ნატოს  სტანდარტებს.  ეს  კოდექსი  ამაში  ხელს  შეუწყობს  და  წინ  წაგვიყვანს კიდევ  უფრო.  საქართველო  დღეს  არის  დემოკრატიული,  როგორც არასდროს  და  საქართველოს  დღეს,  არათუ  რუსული  კანონის,  ქვეყნის  დამაზიანებელი  კანონის  მიღების  მცდელობებიც არ  აქვს. სამწუხაროდ,  დაფასებაც  ცოტა  ნაკლები,  მაგრამ ჩვენ  აუცილებლად  გავიმარჯვებთ  და  არა  რომელიმე პოლიტიკური  ძალა, გაიმარჯვებს  ქვეყანა.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Gvantsa
Gvantsa Papavadze
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე - ისინი კადრებენ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს და ქართველი ხალხის არჩევანს, რომ დაუძახონ რუსული, საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებენ, რომ საქართველო ირჩევს რუსეთთან დაახლოებულ ხელისუფლებას

წლებია მიდის  მუშაობა იმაზე, რომ ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება გაარუსონ. ისინი კადრებენ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს და საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის არჩევანს, რომ დაუძახონ რუსული და საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებენ, რომ საქართველო ირჩევს რუსეთთან დაახლოებულ ხელისუფლებას - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.  

მისი თქმით, პირიქით, დასტურდება, რომ ისინი [რადიკალური ოპოზიცია] მთელი თავისი პოლიტიკური ე.წ. „მოღვაწეობის“ პერიოდში აკეთებდნენ  რუსულ საქმეს ხან ირიბად, ხან შეფარვით, ხან სხვისი დავალებით, ხან პირდაპირ ჩრდილოეთის, ხან სხვა მიმართულებიდან წამოსული დავალებებით და საბოლოოდ საქმე მაინც რუსული გამოდიოდა, როგორი მიმართულებიდანაც არ უნდა წამოსულიყო ეს დავალებები. 

„მაგალითად, ისინი კადრულობენ და ჩვენ გვეუბნებიან, რომ  თქვენ დააბრალეთ ქართულ ჯარს ომის დაწყება. დღესაც მოხდა ეს, ამ დროს მათ ხელი აქვთ მოწერილი მოცემულობაზე, რომლიც მიხედვითაც ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და ომის დანაშაული ჩაიდინეს. ამის შესაძლებლობა დაუშვეს, ამას მოაწერეს ხელი. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უზრუნველყო, რომ მათგან გადამალული ისკანდერის ნაწილებიც კი წლების შემდეგ მოეძიებინა და მოეგო პროცესები როგორც სტრასბურგში, ისე სასამართლოში და იურიდიული საფუძველი პირველად გაჩენილიყო, რომ ოკუპაციის თანმდევი შედეგები გაგვეპროტესტებინა უკვე სამართლებრივად გამყარებული საფუძვლით“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ანგარიშზეა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, ევროინტეგრაცია, ნატო-სკენ სწრაფვა.
„მათ ანგარიშზეა მათი ლიდერის მიერვე, ქვების გროვად მოხსენიებული დაკარგული ტერიტორიები, მათ ანგარიშზეა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ სპეციალურად და ხაზგასმით, ომის დაწყების და სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება და ეს ხალხის სხვას ეძახის პრორუსულს. ჩვენი კოლეგა ქალბატონი გამოდიოდა ერთერთი და ამბობდა -  მე არ მჯერა. რა გვჯერა და რა არ გვჯერა, მოდით, ფაქტებზე ვილაპარაკოთ, ვინ რა ქნა. წეღან საუბარიც შედგა ჩვენს შორის, დეტალებს არ მოვყვები, მაგრამ ამ ხალხს მართლა ავიწყდება, გულწრფელად დავიჯერე, რომ რაღაც მომენტში არ ახსოვდა და მე ვეუბნებოდი, რომ 2007 წელს ჯერ  სამხრეთ ოსეთი დაარქვეს სიტყვა ყოფილის დამატებით, შემდეგ ტერიტორიები  შემოუსაზღვრეს, ახლა ბორდერიზაციას რომ  ახორციელებენ და მიყვებიან წითელ ხაზებს, თავად, თვითონ შემოუსაზღვრეს, საზღვრების დადგენის შესახებ დადგენილება მიიღეს, მერე 2008-ში ჩააბარეს ეს ტერიტორიები, დააბრალეს სამხედროებს თუკი რაიმე შეიძლებოდა, უკადრებელი კადრეს და შემდეგ უკვე რუსებს ეპატიჟებოდნენ. დღეს რომ ვიზებზე, შემოსვლა-არ შემოსვლაზე, ფრენებზე, რაღაცეებზე გვამუნათებენ, თვითონ მათი ლიდერი, ბელადი იდგა საზღვარზე და ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს, დიდი დრო არ იყო ომის მერე გასული. სტრატეგიული ობიექტები გაყიდეს და ა.შ. გაცვდა უკვე  ეს ფრაზები იმდენჯერ ვახსენეთ, მაგრამ სულ უნდა  შევახსენოთ. ეს არის მათ ანგარიშზე. ევროინტეგრაცია, ნატო-სკენ სწრაფვა, ქმედითი, ჩვენს ანგარიშზეა, სამწუხაროდ, ხშირად არ გვიფასდება ხოლმე, მაგრამ ჩვენ ჯიუტად ამ გზას მივყვებით, ამ უაზრო, ამორალური დამუნათებების მიუხედავად“,  - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics