|
2023-07-12 17:28:11, 836 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე - ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან
ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და ევროპარლამენტარების შეხვედრებს. როგორც თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, გვარამია მედიას ამოფარებული წინა ხელისუფლების დამნაშავე პოლიტიკოსია. "ეს იყო ნიკა გვარამიას შეხვედრა სხვა ნიკა გვარამიებთან - პრინციპში, იმ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობდნენ, ქართული საზოგადოების თვალში ნაცარი შეეყარათ და ის წარმოეჩინათ, როგორც თავისუფალი მედიის ფლაგმანი მსოფლიოში... პირდაპირ გეტყვით, რომ არავითარი თავისუფალი მედიის წარმომადგენელი ის არ გახლავთ, ის არის ჟურნალისტებს და მედიას ამოფარებული წინა ხელისუფლების დამნაშავე პოლიტიკოსი",- თქვა თალაკვაძემ. ცნობისთვის, "მთავარი არხის" დაფუძნებელი ნიკა გვარამია მეორე დღეა, რაც სტრასბურგში იმყოფება და ევროდეპუტატებს ხვდება. ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის ინფორმაციით, თბილისის დროით, 19:00 საათზე გვარამიასა და ევროპარლამენტარების ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. 19 ივნისს უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო. 22 ივნისს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი შეიწყალა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)