03:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 15:03:48, 1188 ნახვა

რეგიონი
ბათუმი FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმს მასპინძლობს

ბათუმში FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი „Batumi Real Estate 2023“ გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ფორუმი მაიამიში გამართული  FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესის და მსოფლიო ოსკარად წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, სადაც მონაწილეობას FIABCI-ის მსოფლიო დაჯილდოების გამარჯვებული წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები,  ასევე არქიტექტორები, ურბანისტები, ინვესტორები იღებენ.

„ფორუმის წევრებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და რეგიონში ტურიზმის და დეველოპმენტის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, საერთაშორისო აღიარებებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

თორნიკე რიჟვაძეს ტურიზმისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ფიაბსი ჯორჯიას  საპატიო წევრის წოდება მიენიჭა.

FIABCI-Georgia და Property Georgia-ს მიერ ორგანიზებული ფორუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პატრონაჟით ჩატარდა. ფორუმზე აჭარის საინვესტიციო  და ტურისტული პოტენციალი პანელური დისკუსიის ფორმატში განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში B2B შხვედრები გაიმართა.

ფლორიდაში, ქალაქ მაიამიში 5-9 ივნისს გამართულ  FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესი და მსოფლიო ოსკარებად წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოება გაიმართა. FIABCI World Prix d'Excellence Awards-ზე ქართული პროექტები წელს პირველად იყო წარდგენილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics