13:17 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 12:37:06, 741 ნახვა

პოლიტიკა
დარახველიძე - გოგა რაზმაძის განცხადება სრული ტყუილი და აბსურდია

გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი და აბსურდი,- ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელს, გოგა რაზმაძეს, რომელიც უწყებას დამამცირებელ და ღირსების შემლახველ მოპყრობაში სდებს ბრალს.

როგორც დარახველიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რაზმაძის განცხადება "არანაირ მტკიცებულებასა და სამართლებრივ საფუძვლებს არ ეფუძნება". 

"მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი 5 წელია რაც შეიქმნა შსს-ს სისტემაში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიც არის გაერო, ევროკავშირი დ ა.შ. რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით...

მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი რაღაც დისკომფორტს უქმნის და გაუგებარია ჩემთვის, როდესაც ადამიანი თუ მუშაობ, თუ ყველაფერს კარგად აკეთებ, რა პრობლემაა, რომ ეს ყველაფერი კვალიფიციურმა, საერთაშორისო სტანდარტებით მომუშავე დეპარტამენტმა შეაფასოს",- ამბობს დარახველიძე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ უწყება მის მიმართ დამამცირებელ და ღირსების შემლახველ მოპყრობას ახორციელებს.

რაზმაძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ოპერატიული რეაგირებისა და გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

შსს-ს თანამშრომელი მოუწოდებს საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნის ელჩებსა და მედიას, რომ დაინტერესდნენ ფაქტით და არ დაუშვან თავად რაზმაძისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების ხელყოფა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics