|
2023-07-12 01:49:11, 878 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი ნატო-ს სამიტზე - ჩვენი მოლოდინია, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდება ის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტის დროს იქნა გაჟღერებული
ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო დოკუმენტში ხაზგასმული იქნება საქართველოს და ნატო-ს მართლაც სამაგალითო თანამშრომლობა, გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და რა თქმა უნდა, გვექნება მოლოდინი, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდება ის ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტის დროს იქნა გაჟღერებული - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე საუბრისას. მისი თქმით, ჩვენ გვჭირდება უფრო გადამწყვეტი გადაწყვეტილებები ნატო-ს სამიტზე, მაგრამ წინ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე სამიტი ძალიან დიდ მოლოდინებს აჩენს თითოეული სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის ვინც არიან წევრები, ასპირანტი წევრები და რა თქმა უნდა მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პასუხი იმ აგრესიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. მოლოდინები რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ საქართველოს კონტექსტში, არამედ მთლიანად კონტინენტისთვის, ვინაიდან ეს კომუნიკე და ის საბოლოო დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდება, იქნება მიშვნელოვანი განსჯის საგანი ერთის მხრივ ყველას მხრიდან და მეორეს მხრივ, ასევე იქნება გარკვეულწილად საგზაო რუკა უსაფრთხოების არქიტექტურის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ჩვენს კონტინენტზე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)