14:26 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 12:45:17, 878 ნახვა

პოლიტიკა
ინჯია - რომ არა ბუქარესტის სამიტი და შეერთებულ შტატებთან ჩვენი დიდი მეგობრობა, 20% დღეს დაკარგული არ იქნებოდა [ვიდეო]

რომ არა ბუქარესტის სამიტი და აშშ-სთან ჩვენი დიდი მეგობრობა, 20% დღეს დაკარგული არ იქნებოდა,- ამის შესახებ „ევროპული სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ინჯიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სანამ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის საკითხს გააქტიურებს, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს - "უღირს თუ არა ეს ძირძველი კუთხეების დაკარგვად".

"დღეს იკრიბებიან ვილნიუსში, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს რუსეთზე, უკრაინაის ნატოში მიღებაზე საუბარი არ არის და დაუშვებელია ეს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, გამოვიდოდა იგივე - მანამ,  სანამ საქართველო რუსეთზე არ გაიმარჯვებს, მანამ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ იქნებოდა. ეს უკვე ნათლად ჩანს. ამიტომ, ჩვენ სანამ გავააქტიურებთ ამას, დავფიქრდეთ - გვიღირს ეს ძირძველი კუთხეების დაკარგვად, ქვეყნის დანგრევად ისე, როგორც ინგრევა სოფლები და ქალაქები უკრაინაში",- თქვა ინჯიამ.

შეგახსენებთ,  11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი იმართება.

საქართველოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics