14:26 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-10 10:57:58, 1000 ნახვა

პოლიტიკა
კარა-მურზა სააკაშვილს - თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის

რუსეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი ვლადიმერ კარა-მურზა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის. 

წერილი ექსპრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.

"ძალიან გამიხარდა, რომ თქვენგან წერილი მივიღე. მადლობა თბილის სიტყვებისთვის. ჩვენთვის თქვენ და თქვენი თანამოაზრეები ვარდების რევოლუციიდან, მაგალითი ხართ იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი, რამდენიმე წელიწადში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იქცეს თანამედროვე ღია დემოკრატიულ ქვეყნად.

რა თქმა უნდა, ამჟამინდელი ქართული ნახევარპუტინი ხელისუფლება დიდი ხნით არ არის და თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის, გაუფრთხილდით თავს. ჩვენ კი, რუსეთში გარდაუვალი კოლაფსის შემდეგ, სადამდეც პუტინის რეჟიმი ქვეყანას მიიყვანს, მოგვიწევს ყველაფრის სრულად აღდგენა. გვჯერა, მოვახერხებთ, მათ შორის, თქვენი მაგალითით და მე მჯერა, რომ ევროპა საბოლოოდ შეძლებს, გახდეს ჭეშმარიტად მშვიდობიანი, ერთიანი და თავისუფალი, დემოკრატიულ უკრაინასთან, დემოკრატიულ საქართველოსთან და დემოკრატიულ რუსეთთან ერთად, ეს ჩვენს საერთო ინტერესშია",- ნათქვამია კარა-მურზას წერილში.

ცნობისთვის, 17 აპრილს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, პოლიტიკოსს და პუბლიცისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად რუსული არმიის დისკრედიტაცია, რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს ღალატი დასდეს .​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics