|
2023-07-09 11:38:54, 2035 ნახვა
პოლიტიკა
დააკავებს თუ არა შსს მოძალადე პოგრომშიკებს
თუ აქამდე, ძალადობრივი ჯგუფების მოთხოვნა იყო, რომ ალბტ+ აქტივისტებს ღონისძიება ღია სივრცეში არ ჩაეტარებინათ, აქტივობის ჩატარება ვერც დახურულ სივრცეში გამოვიდა. რუსეთთან აფინირებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა, რომელსაც ორგანიზებას ღიად პრორუსული ორგანიზაცია "ალტ-ინფო" უწევდა, პრაიდის კვირეულის ფესტივალი ჩაშალეს, რომელიც ლისის ტბაზე იყო დაგეგმილი. მთავარი ამ პოგრომში ისაა რას აკეთებდა სახელმწიფო, რომელსაც გადასახადებს უფრო მეტად პროგრესული საზოგადოება უხდის, ვიდრე მოძალადე ორკები. სახელმწიფო, ამ შემთხვევაშიც უმოქმედო იყო. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პრაიდ ფესქივალი გასული სამი წლის განმავლობაში უპრობლემოდ ჩატარდა. და მთავარი კითხვაა დასჯის თუ არა შსს და პროკურატურა მოძალადე პოგრომის მომწყობებს? „დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია“, – ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი. „ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს დღეს თბილისი პრაიდის ფესტივალის გაუქმებასთან დაკავშირებით. გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი. ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. ორგანიზატორები, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიიდან საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია. ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა თბილისში პრაიდის ფესტივალის ჩაშლას გამოეხმაურა. ელჩის განცხადებით, პრაიდის ფესტივალის ჩაშლით მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები დაირღვა და პოლიციამ ისინი ვერ დაიცვა. „შოკისმომგვრელია სურათები თბილისი პრაიდიდან. დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს. არის თუ არა ეს კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ? ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად არა“, – წერს "ტვიტერზე" ჩეხეთის ელჩი. შსს-ს პოზიცია პოლიციამ ფესტივალის ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა, თუმცა უცნობია, დააკავეს თუ არა ისინი. შსს ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას დაკავებულების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ თბილისი პრაიდის ფესტივალი „გაშლილ ტერიტორიაზე“ იყო დაგეგმილი და ამიტომ შსს-მ ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფა ვერ შეძლო. „დილიდან შსს-ის შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული, როგორიც არის: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ყველა ის დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინა თავის მანდატი. თუმცა თქვენ კარგად ნახეთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა, ჩვენ გზებზე შესაბამისი კორდონები გვქონდა გაკეთებული, მაგრამ ვინაიდან ეს იყო გაშლილი ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ პოლიციის კორდონები. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან. ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, რათა მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს თავდასხმები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. “თბილისი პრაიდმა” თავდასხმაში და ღონისძიების ჩაშლაში “ალტ-ინფოს” გარდა პოლიციაც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი, კარგად დაგეგმილი ოპერაცია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ”. გაერო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს. „გაერო გმობს ძალადობასა და თავდასხმებს თბილისი პრაიდის დღევანდელ ღონისძიებაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის ლგბტქი+ პირებისთვის“, – ნათქვამია გაეროს განცხადებაში. "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პრაიდის ჩაშლაზე და განცხადებას ავრცელებენ, მათ მიაჩნიათ, რომ შსს სიძულვილის ჯგუფების მიმართ კვლავ შემწყნარებელია. საგანგაშოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს სიძულვილის ჯგუფების მიმართ შემწყნარებელ პოლიტიკას. ნაცვლად კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებისა, უზრუნველყოს პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირებისღონისძიებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, უფლებას აძლევს მათ, ხელი შეუშალონ სხვა ადამიანების შეკრებისადა გამოხატვის თავისუფლებას, დაუბრკოლებლად გაავრცელონ ძალადობისკენ მოწოდებები, და განახორციელონ ამგვარიქმედებები", - წერია ორგანიზაციების გავრცელებულ განცხადებაში. ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი პოგრომშიკი და მოძალადე არ დაუკავებია, მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა რამდენიმე დანაშაული, მათ შორის სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და სხვისი ქონების განზრახ განადგურება. "საქართველოს მთავრობასა და პოლიციას არ სურთ ან არ შეუძლიათ, დაიცვან პრაიდის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში "პრაიდ-ფესტის" ჩაშლილ ღონისძიებას Twitter-ზე. სტატიაში გამოყენებულია Raymond Red Rodgers ს ფოტო.
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)