14:34 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 23:23:44, 869 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - რუსეთი ცდილობს, რომ ომი, რომელსაც ის უკრაინაში აგებს ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს

რუსეთი ცდილობს, რომ ომი, რომელსაც ის უკრაინაში აგებს ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Rencontres Économiques d'Aix-en-Provence-ის ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა.

საფრანგეთში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს, რომელშიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მონაწილეობდა, საქართველოს პრეზიდენტი ონლაინ ჩაერთო.

"თქვენ იცით, რომ საქართველოს გამოვლილი აქვს ორი ომი რუსეთთან, ბოლო 2008 წელს, მისი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ნათელია რუსეთის პირდაპირი ზეწოლა. ევროპის სიმტკიცე ჩვენთვის ფუნდამენტურია, რათა გასულ წელს მინიჭებული ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსად გადაიქცეს, იმ რეალობაში, როცა დღეს რუსეთი ცდილობს, რომ ომი, რომელსაც ის უკრაინაში აგებს ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირის წევრობა უსაფრთხოების სინონიმი, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ნათელია.

„ვროკავშირის წევრობა უსაფრთხოებაა, მაგრამ ეს ასევე საერთო ღირებულებებია, კეთილდღეობაა, სოციალური წესია, რაც ცვლის საზოგადოებას, რაც იძლევა მისი ადაპტირების და მოდერნიზების შესაძლებლობას. ვფიქრობ, რომ იმედის აღორძინება, გაფართოების აღორძინებაცაა, რომელიც გარკვეული დროით შეჩერებული იყო. და ევროპა, რომელიც წყვეტს გაფართოებას, რომელიც თავის საზღვრებზე თავისივე მოლოდინებზე რეაგირებას წყვეტს – არის დახურული ევროპა და ნაკლებად დინამიური. რეალურად, ჩვენ თქვენი ახალი საზღვარი ვართ, რადგან შავი ზღვა ახალი რეალური საზღვარია. ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირი და ნატო შავი ზღვისთვის სტრატეგიებზე მუშაობენ, რომელიც პირველ რიგში, უსაფრთხოების ზღვა უნდა იყოს, როცა ვხედავთ ომს უკრაინაში და იმ შედეგებს, რაც ამ ომს შავი ზღვისთვის მოაქვს უსაფრთხოებისა და ექსპორტის კუთხით, ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დღეს თურქეთშია მარცვლეულის ექსპორტის განსახილველად.

ამასთანავე, შავ ზღვაში ვნახეთ რუსული ნაღმები, რომლებიც ბულგარეთამდე და რუმინეთამდე მივიდა. შესაბამისად, შავი ზღვა უდიდესი მნიშვნელობისაა, ეს არის ზღვა, რომელიც დღეს გვაკავშირებს, რომელიც უკვე შევიდა ევროპის სივრცეში. კავკასიის მხრივ – ევროპის საყრდენი კავკასიაში საქართველოა, მაგრამ ისიც ყურადსაღებია, რომ სომხეთი დააკვირდება თუ როგორ განვითარდება საქართველოს საკითხი, რადგან ეს მისთვისაც მოდელი გახდება, ეს ერთადერთი პერსპექტივაა და აღსანიშნავია, რომ შეხვედრა, რომელსაც შარლ მიშელი ჩვენს ორ მეზობელთან აორგანიზებს აჩვენებს, რომ ევროკავშირმა აიღო ჩირაღდანი, რომლის სრულ კონტროლსაც რუსეთი ცდილობდა, სწორედ ამიტომ ხდებოდა მშვიდობის მიღწევა უფრო და უფრო შორეული, რუსეთი მოჩვენებითად თითქოს აგვარებდა კონფლიქტს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ეს კარგი სიახლეა, რომ ევროპა ჩაერთო. კარგი სიახლეა, რომ საქართველოს საოკუპაციო ზოლთან სადამკვირვებლო მისიის შემდეგ, უკვე სომხეთშიც არის სადამკვირვებლო მისია, რომელიც აკვირდება და გარკვეულწილად უსაფრთხოებას უქმნის საზღვარს. ეს ის საკითხებია, რასაც რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროპელი სამხედროები, არა სამხედრო ფუნქციით, არამედ სადამკვირვებლო ფუნქციით, კავკასიის მიწაზე იქნებოდნენ. ამის გარდა, არის ცენტრალური აზია, რომელიც უფრო და უფრო ევროპისკენ იყურება, სადაც ენერგორეზერვებია, მაგალითად კავშირებადობის კაბელი, რომელიც ევროპასთან ერთად განვავითარეთ შავი ზღვის გავლით, ცენტრალური აზიის ქვეყნები ასევე იწყებენ ფიქრს, კასპიის ზღვის კაბელზე. ესაა ევროპის ახალი, რეალური საზღვარი, რომელიც ასევე დემოკრატიული და სტაბილიზებული საზღვარი უნდა იყოს.

ეს ასევე იქნება ახალი საზღვარი. გამოწვევა და იმედი [უკრაინაში მიმდინარე ომის, რომელიც დღეს უკვე უკრაინის მიერაა მოგებული, რადგან რუსეთმა წელიწადნახევარია ვერ შეძლო მისი მოგება] ისაა, რომ ვიხილოთ ევროპის მიერ აღმშენებლობა ტოტალიტარული რეჟიმებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics