|
2023-07-05 11:24:58, 928 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივნისში უკანონო ტყითსარგებლობის 184 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 184 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 110 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 74 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 35 ფაქტი გამოვლენილია სამცხე-ჯავახეთში; 33-33 ფაქტი დაფიქსირდა კახეთსა და აჭარაში, შიდა ქართლში - 25, იმერეთში - 21, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში -12, გურიაში - 4, ქვემო ქართლში - 4, მცხეთა-მთიანეთში კი, 2. „სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში, თბილისში უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტი აღკვეთეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 157 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 70 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)