|
2023-07-04 23:24:14, 800 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე უცხოელი ექიმების ჩართვაზე - კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ უშუალოდ მსჯავრდებულმა მოიწვიოს და თავის მკურნალობის პროცესში ჩართოს
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განმარტა მსჯავრდებულ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვების პროცედურები და განაცხადა, რომ მსჯავრდებულის მხარესთან უწყებას ბოლო კომუნიკაცია 30 ივნისს ჰქონდა და დოკუმენტაცია მათი მხრიდან სრულყოფილად წარმოდგენილი ჯერ კიდევ არ არის. რატი ბრეგაძემ, ასევე, განაცხადა, რომ ეს თემა პოლიტიკური აჟიოტაჟის ნაწილია, რადგან მსჯავრდებულის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის შეთავაზებიდან მხოლოდ 4 თვის შემდეგ გამოეხმაურა სააკაშვილის მხარე იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას. „გასული წლის ნოემბერში შევთავაზეთ ამ დარბაზიდან მსჯავრდებულ სააკაშვილს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ის არ ენდობოდა კლინიკა „ვივამედის" ექიმებს და, ზოგადად, უნდობლობას უცხადებდა ქართულ სამედიცინო პერსონალს, ჩამოეყვანა მისთვის სასურველი ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი უცხოელი ექიმი. მას ამის უფლება აქვს, რომ პირადი სახსრებით მოიწვიოს ექიმი, ოღონდ ამაზე სჭირდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის ნებართვა. ჩვენ ვუთხარით, რომ თუკი წარმოადგენდნენ შესაბამისი ფორმით, და ეს განცხადება გაკეთებული იყო ნოემბერში, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავდით და მაქსიმალურად შევუწყობდით ხელს. მე ხელთ მაქვს ეს წერილები და პირველი, იცით, როდის შემოვიდა? – ნოემბერში გავაკეთეთ შეთავაზება, თუკი ადამიანი არის ცუდად და დაინტერესებულნი ხართ თქვენ, რომ ის იყოს კარგად და გეძლევათ შანსი, როდის გააკეთებდით მიმართვას? – სწრაფად, არა? შემოვიდა 20 მარტს, ანუ, დაახლოებით, 4 თვის მერე. ჩვენ წერილობითაც მივმართეთ, ჩვენი სამსახურის ხელმძღვანელი ესაუბრა კიდეც ქალბატონ გიულის და აუხსნა, რა ფორმით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი განცხადება, რომ დაკმაყოფილებულიყო. შემდგომშიც რამდენიმეჯერ იყო ინფორმაციის როგორც წერილობითი გაცვლა, ისე ზეპირი კომუნიკაცია და დღემდე სრულად წარმოდგენილი ასეთი განცხადება არ არის ჩვენთან. აქ საუბარი არ არის ევროკავშირის მისიაზე, ევროკავშირის ექიმებზე; მას უფლება აქვს ერთი რამის – მოიწვიოს საკუთარი სახსრებით ექიმები და ჩვენ უზრუნველყოფთ მათ ჩართვას მკურნალობაში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ, ევროკავშირის ექიმების ჩამოყვანის შემთხვევაში, ევროკავშირის სტრუქტურებს კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ სახელმწიფოსთან. „თუ საუბარია ევროკავშირის ექიმებზე, ინიციატორი უნდა იყვნენ ევროკავშირის სტრუქტურები და უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია სახელმწიფოსთან. მსგავსი სახის კომუნიკაცია არ ყოფილა. ის, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, რომ უშუალოდ მსჯავრდებულმა მოიწვიოს და თავის მკურნალობის პროცესში ჩართოს, ჩვენ ეს შევთავაზეთ, არა დიაგნოზების დასმაში მხოლოდ, არამედ მკურნალობაში. ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ შევუშვათ, მათ შორის, უცხოელი ექიმები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი ნებართვა, მათ შორის, კლინიკა „ვივამედის" ნებართვაც, რომ შეუშვას თავის ტერიტორიაზე ექიმები და მისი პაციენტის მკურნალობაში ჩართოს, და როდესაც ისინი ამ საკითხებს მოაგვარებენ და საკუთარი სახსრებით მოიწვევენ ამ ექიმებს, კი ბატონო. ბოლო პასუხი გავაგზავნეთ 30 ივნისს, სადაც ვუთითებთ, რომ საჭიროა, განცხადება იყოს წარმოდგენილი უშუალოდ მსჯავრდებულის ან მის მიერ სათანადო უფლაბამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ. აქვე – ამ ექიმებს უნდა ჰქონდეთ საქართველოში საექიმო საქმიანობის ნებართვა და კლინიკა „ვივამედის" თანხმობა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)