|
2023-07-04 22:42:52, 843 ნახვა
პოლიტიკა
რადას დეპუტატი - სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულებით საქართველო ევროკავშირზე ვერც იოცნებებს
ადამიანმა, რომელმაც აქცია საქართველო სერიოზულ და დიდ ქვეყნად, ამ ადამიანს ამჟამად საქართველო კლავს, - ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ელიზავეტა ბოგუტსკაიამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისადმი ასეთი დამმოკიდებულებით საქართველო ევროკავშირზე ვერც იოცნებებს. "ადამიანმა, რომელმაც აქცია საქართველო სერიოზულ და დიდ ქვეყნად, ამ ადამიანს ამჟამად საქართველო კლავს. ეს არის საშინელება და ამის ყურება გულისტკივილის გარეშე შეუძლებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე ჩემს ემოციურ პოსტებში ბრალს ვდებ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ნაწილი ჩემი ბრალდებებისა ეხება ქართველ ხალხს, რომელიც პასიურად უყურებს იმას, თუ როგორ კლავენ ადამიანს, რომელმაც საქართველო აქცია ისეთ ქვეყნად, რომელიც რეალურად ლიდერად აქცია მან რეფორმების თვალსაზრისით. არჩევანს თუ ავიღებთ ევროპასა და რუსეთს შორის, საქართველო რუსეთის მხარეს ირჩევს. ეს ნათელი გახდა იმ დემოკრატიული რეფორმების უკუსვლით, რომელიც საქართველოში ხდება. ამ შემთხვევაში, ამას აქვს პირდაპირი კავშირი იმასთან, თუ რა პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში და ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აძლევს სააკაშვილს უფლებას, რომ წავიდეს სამკურნალოდ უკრაინაში ან ნებისმიერ ევროპის მესამე ქვეყანაში გაემგზავროს. ასეთი დამოკიდებულებით პრეზიდენტისადმი და პრეზიდენტის ტიტული არის სამუდამო, ასეთი დამოკიდებულებით პრეზიდენტთან, საქართველო ვერც იოცნებებს ევროკავშირზე", - განაცხადა რადას დეპუტატმა. შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. აღნიშნულის შემდეგ, დღეს, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს. განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)