00:39 - 31 Oct, 2026
|
2023-07-04 19:32:12, 1332 ნახვა
მსოფლიო
მედია - ჩინეთმა ჯოზეფ ბორელის ვიზიტი გააუქმა
ჩინეთმა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს. ვიზიტის გაუქმების ოფიციალურ მიზეზად თარიღები სახელდება, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია. "სამწუხაროდ, ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა გვაცნობეს, რომ დაგეგმილი თარიღები მომავალ კვირაში აღარ არის შესაძლებელი და ჩვენ ახლა უნდა ვეძებოთ ალტერნატივა", - განაცხადა ევროკავშირის სპიკერმა, ნაბილა მასრალიმ. ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი პეკინში 10 ივლისს უნდა ჩასულიყო, რათა ჩინელ კოლეგასთან ერთად "სტრატეგიული საკითხები" განეხილა, მათ შორის ადამიანის უფლებები და რუსეთის ომი უკრაინაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)