16:37 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 18:18:17, 792 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - სააკაშვილის გაყვანის წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, რადიკალებმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები განაახლეს

ქართული სასამართლოს და ევროპული სასამართლოს მეშვეობით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგრც ბრეგაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ექსპრეზიდენტი მკურნალობის კურსს სრულად ახლაც არ ემორჩილება. 

"ამჟამინდელი ტყუილზე დაფუძნებული, მავნებლური კამპანიის მიზანია, მსჯავრდებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე. იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით სარგებლობენ და სიმართლისთვის თვალის გასწორების შიშით, პრემიერის მოხსენებისას დარბაზიდან გარბიან, რითაც პირველ რიგში, საკუთარ ამომრჩეველს აყენებენ ძალიან დიდ შეურაცხყოფას და რაც განსაკუთრებით სამწუხაროა და რითაც სახელმწიფოს მიმართ აჩვენებენ საკუთარ დამოკიდებულებას, არის ის, რომ საგაზაფხულო სესიის დახურვისას, საქართველოს ჰიმნის დროსაც არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. საქმე გვაქვს სწორედ ამ "პოლიტიკურ ძალასთან". სწორედ, ამ "პოლიტიკოსებს" სურთ, მსჯავრდებულის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა და  მის ხარჯზე პოლიტიკურ წარსულში გადაბარგების ძალიან მცირე ხნით გადავადება. 

ჩვენ როგორც ადრე, მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენი ძვირფასი ხალხის ინფორმირებას და სიმართლის თქმას. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას, თუმცა საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები ძალიან სწრაფად დასრულდა.

მოგახსენებთ, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდირებულ საკვებს. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, რომ ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები",- განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics