17:01 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 17:03:07, 605 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მეექვსე პრიორიტეტი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაა - პარლამენტმა დაამტკიცა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სფეროებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ  ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის წარდგენისას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მედია გარემოს და ადამიანის უფლებებია კუთხით გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა.

„მეექვსე პრიორიტეტი ეს არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. პარლამენტმა დაამტკიცა ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სფეროებს, - ეს არის ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, აქ იგულისხმება, მათ შორის კანონიერი ქურდები, ქურდული სამყაროს წევრები და მათი მხარდამჭერები; კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე სამოქმედო გეგმა მოიცავს ბრძოლას ტრეფიკინგის წინააღმდეგ, ბრძოლას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ და ბრძოლას ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ. ასევე შემუშავდა ახალი პენიტენციური კოდექსი, დამტკიცდა ახალი პენიტენციური კოდექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისად და შევიდა ცვლილებები ფულის გათეთრების შესახებ კანონში „მანივალის“ რეკომენდაციების შესასრულებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

აქვე ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა მედია გარემოსთან დაკავშირებულ რეკომენდაციაზე და განაცხადა, რომ განხორციელდა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში. 

„რაც შეეხება მედია გარემოს, ამ პრიორიტეტს, აქ არსებითად განხორციელდა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება უკავშირდებოდა აუდიო ვიზუალური მედია სერვისების დირექტივასთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფას, რაც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია წარმოდგენილი ევროკავშირის მხრიდან. როდესაც დაიდო ევროკავშირის პირველადი შეფასება ჯერ კიდევ არ იყო ეს კანონი მიღებული, თუმცა, როგორც კი ეს შეფასება დაიდო, რამდენიმე დღეში, ეს დოკუმენტი დამტკიცდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ირაკლი კობახიძის თქმით, დამტკიცდა ადამიანის უფლებების სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის.

„ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მთავრობამ დაამტკიცა ასევე ორი სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებების სფეროში, ეს არის ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს, 1325-ე რეზოლუციის განხორცილების ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics