17:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 15:57:27, 607 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - მტრული კამპანია ორ ტყუილს ეყრდნობოდა - სააკაშვილის ვითომ წამებას და სანქციების დარღვევის მტკიცებას - ორივე მითი განადგურებულია

საქართველოს დემოკრატიული იმიჯის წინააღმდეგ წარმოებული მტრული კამპანია ბოლო წელიწად-ნახევარში ორ მთავარ ტყუილს ეყრდნობოდა: პირველი, სააკაშვილის ვითომ წამებას პატიმრობაში და მეორე, დასავლეთის თანამეგობრობის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების დარღვევის მტკიცებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

პაპუაშვილის განცხადებით, „ორივე მითი უკვე განადგურებულია".

„ორივე მითი ახლა უკვე განადგურებულია, პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც დაადასტურა ხელისუფლების მიერ სააკაშვილის უფლებების დაცვა, მათ შორის სრული სამედიცინო მომსახურება და რომელმაც სააკაშვილი სასჯელის მოსახდელად კლინიკაში დატოვა. და მეორეც, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციების წარმომადგენლების დასკვნებმა დაადასტურა, რომ საქართველო უზრუნველყოფს სანქციების თავიდან არიდების პრევენციას, სანქციების არიდების საწინააღმდეგო ქართული სისტემა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს და სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

საქართველო ამ უთანასწორო ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა. საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ სიმართლის იმედად იყო, ხოლო ოპონენტებს მილიონობით დოლარის იმედი ჰქონდათ, რომლებიც სულ ტყუილად გაფლანგეს, რათა დაეზიანებინათ საქართველოს დემოკრატიული მიღწევები და შეექმნათ ტყუილების, არასწორი აღქმებისა და დეზინფორმაციის საბურველი. ხაზგასასმელია, რომ ეს ხალხი, უცხოელებიც და ქართველებიც, პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ჩაფლულები, საქართველოს წინააღმდეგ რუსულ ჰიბრიდულ ტაქტიკას იყენებდნენ.

ბოლო რამდენიმე დღეა, მოწმენი ვართ ბოლო, სასოწარკვეთილი მცდელობებისა, ხელახლა შეცვალონ ვითარება, რაც ვერასოდეს მოხდება, რადგან ტყუილების საპნის ბუშტი უკვე საქართველოს საზღვრების გარეთაც გასკდა“, - წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics