|
2023-07-04 14:08:25, 728 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პირველი პრიორიტეტი - დეპოლარიზაცია, შესასრულებლად ყველაზე რთული საკითხია, ამ პრიორიტეტის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა სუბიექტის ჩართულობას
პირველი პრიორიტეტი - დეპოლარიზაცია, შესასრულებლად ყველაზე რთული საკითხია, ამ პრიორიტეტის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა სუბიექტის ჩართულობას, მათ შორის, მმართველი პარტიის, ოპოზიციის და ნებისმიერი სუბიექტის, რომელიც კავშირშია ქართულ პოლიტიკასთან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის წარდგენისას. მისი თქმით, პარლამენტმა ყველას შესთავაზა, ნებისმიერი ოპოზიციური საპარლამენტო პარტია ჩართულიყო ჯგუფების სამუშაო პროცესში, თუმცა, რამდენიმე პარტიამ უარი თქვა ჩართულობაზე. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით დაიწყო პოლარიზაციის ხელშემწყობი ქმედებებისა და განცხადებების მუდმივი მონიტორინგი. როგორც კობახიძე ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარემ შესთავაზა ყველა დაინტერესებულ მხარეს, პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, უფრო ღრმად გაცნობოდნენ მონიტორინგის ანგარიშს, თუმცა, ინტერესი "ძალიან შეზღუდული იყო". „რაც შეეხება პირველ პრიორიტეტს - ეს არის დეპოლარიზაცია, რა თქმა უნდა შესასრულებლად ყველაზე რთული საკითხია და ამ პრიორიტეტის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა სუბიექტის ჩართულობას, მათ შორის, მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის და ასევე ნებისმიერი სუბიექტის, რომელიც კავშირშია ქართულ პოლიტიკასთან. ჩვენ რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა 12 პუნქტის გარშემო, ეს იყო ბუნებრივია ოპოზიციის სათანადო ჩართულობა 12 პუნქტის შესრულებაში. პარლამენტმა ყველას შესთავაზა, ჩართულიყო ნებისმიერი ოპოზიციური საპარლამენტო პარტია ჯგუფების სამუშაო პროცესში, თუმცა, მოგეხსენებათ, რამდენიმე პარტიამ უარი თქვა ჩართულობაზე, შესაბამისად, ესეც იყო პირდაპირ დეპოლარიზაციის საწინააღმდეგოდ მიმართული ნაბიჯი. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით დაიწყო პოლარიზაციის ხელშემწყობი ქმედებებისა და განცხადებების მუდმივი მონიტორინგი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შესთავაზა ყველა დაინტერესებულ მხარეს, პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ უფრო ღრმად გასცნობოდნენ ამ მონიტორინგის ანგარიშს, თუმცა, ინტერესი იყო სამწუხაროდ, ძალიან შეზღუდული - მიზეზებზე შეგვიძლია ერთად ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ყურადღება ასევე გაამახვილა ხმის მიცემის სტატისტიკაზე. "რაც შეეხება ხმის მიცემის სტატისტიკას, საპარლამენტო უმრავლესობამ, ბუნებრივია, მხარი დაუჭირა ჩვიდმეტივე შესაბამის ინიციატივას. რაც შეეხება ოპოზიციას, ევროპელი სოციალისტები მხარს უჭერდნენ 14 ინიციატივას, ლელოს ჰქონდა 9 შემთხევაში მხარდამჭერი პოზიცია, დამოუკიდებელი დეპუტატები, პირობითია, აქ იგულისხმება სამი ქალბატონი დეპუტატი, სამნიძე, აქუბარდია, კორძაია - 9 ინიციატივას დაუჭირეს მათ მხარი, მოქალაქეები - 7, გირჩი - 5, საქართველოსთვის - 4 , ნაცმოძრაობა - 2 და სტრატეგია აღმაშენებელი - 1. დაახლოებით აქედან ჩანს სხვადასხვა პარტიის დამოკიდებულება იმ პროცესის მიმართ, რომელიც უკავშირდებოდა 12 პრიორიტეტის შესრულებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)