|
2023-07-03 16:08:53, 670 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი კასპის მოვლენებზე - აპირებენ ენმ-ის თანამშრომლებზე საქმის აღძვრას - თითქოს ჩვენ დავესხით თავს და ვცემეთ
არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ლაჩარმა, მშიშარა „რუსულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ჩვენ დაგვაბრალოს, რომ ვცემეთ, თავპირი დავალეწეთ ქოცანცურებს. დაწყებული აქვთ შესაბამისი მოქმედებები და აპირებენ ჩემი უახლოესი გარემოცვის, ენმ-ის თანამშრომლებზე საქმის აღძვრას, რომ თითქოს ჩვენ დავესხით თავს და ვცემეთ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, 30 ივნისს კასპში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. პარტიის თავმჯდომარე დიპლომატებს და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რომ "ჰქონდეთ რეაქცია რუსული ოცნების მოქმედებებზე". „არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ლაჩარმა, მშიშარა „რუსულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ჩვენ დაგვაბრალოს, რომ ვცემეთ, თავპირი დავალეწეთ ქოცანცურებს ... დაწყებული აქვთ შესაბამისი მოქმედებები და აპირებენ ჩემი უახლოესი გარემოცვის, ენმ-ის თანამშრომლებზე საქმის აღძვრას, რომ თითქოს ჩვენ დავესხით თავს და ვცემეთ. კასპში, პენსიონერებთან შეხვედრაზე, რომელსაც კასპის ადგილობრივი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ოჯახში ვმართავდით, თავს დაგვესხა "რუსული ოცნების" პარტიის წარმომადგენლები, საკრებულოს "მეოცნებე" დეპუტატები, საჯარო მოხელეები გორიდან, ქარელიდან, ხაშურიდან, თბილისიდან და კასპიდან. ალყა შემოარტყეს სახლს, ისროდნენ ქვებს, ძალადობდნენ ქალებზე, ჩვენს თანაგუნდელებზე და .... ეს "ჩმორი ნასედკები"! 3-4 საათი კიოდნენ, წიოდნენ, კაცობდნენ და ახლა ჩვენებას, ჩვენებაზე იძლევიან ( თხზავენ ) თითქოს ჩვენ ვცემეთ! მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, დიპლომატებს, ჰქონდეთ რეაქცია მოძალადე, „რუსული ოცნების“ მოქმედებებზე", - წერს ლევან ხაბეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)