|
2023-07-03 13:40:07, 695 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ღარიბაშვილისგან ბილწსიტყვაობა არავის მოუსმენია - ბილწსიტყვაობა არის ის, რასაც ხალხი გვარამიასგან ისმენდა
ირაკლი ღარიბაშვილისგან ბილწსიტყვაობა არავის მოუსმენია. ბილწსიტყვაობა არის ის, რასაც ისმენდა ხალხი ნიკა გვარამიასგან,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გვარამიას შეწყალებით პოლარიზაციის გაღრმავას შეუწყო ხელი. "როდესაც იწყალებდა სალომე ზურაბიშვილი ასეთ სენსიტიურ საქმეზე მსჯავრდებულს, მას მინიმუმ განმარტება უნდა გაეკეთებინა ამ სისხლის სამართლის საქმეზე ან უნდა ეთქვა, რომ არასათანადოდ იყო მსჯავრდებული გვარამია ან თუ მიაჩნია მას, რომ სათანადო იყო მსჯავრი, უნდა ეთქვა, რომ ეს მსჯავრი, რის გამოც იყო ციხეში გვარამია, იყო სწორად შეფარდებული თუ არა. როცა ამას არ აკეთებ და იწყალებ პოლიტიკური მოთხოვნების საფუძველზე, ეს ნიშნავს პოლარიზაციის გაღვივებასა და გაღრმავებას, ამის ხელშეწყობას. რა თქმა უნდა, ვინც დაავალა სალომე ზურაბიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა, მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღვივება. ჩვენ უახლოეს თვეებში ვნახავთ, რომ რეალურად, გვარამია თავის წვლილს შეიტანს პოლარიზაციის გაღრმავებაში. მისი ერთადერთი იარაღია ბილწსიტყვაობა. მთელი ეს წლები [ბილწსიტყვაობდა], ერთადერთი წელი, როცა ის არ ბილწსიტყვაობდა იყო, როცა იყო ციხეში. ბილწსიტყვაობა ეტყობა არ იცით რა არის, ღარიბაშვილისგან ბილწსიტყვაობა არავის მოუსმენია, ბილწსიტყვაობა არის ის, რასაც ისმენდა ხალხი გვარამიასგან",- ამბობს კობახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)