03:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 11:06:22, 1001 ნახვა

სამართალი
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, სასამართლომ 2 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, კიდევ ერთი  ბრალდებული სასამართლომ  2021 წელს ცნო დამნაშავედ.

„სასამართლოში დადასტურდა, რომ 2017 წელს ბრალდებულებმა, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული და მისი ახლო ნათესავები დაარწმუნეს, რომ თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს იცნობდნენ და მსჯავრდებულს შეწყალებაში დაეხმარებოდნენ.ბრალდებულებმა დახმარების სანაცვლოდ  20 000 ლარი მოითხოვეს.  მსჯავრდებულის ახლო ნათესავისგან ბრალდებულებმა თანხის ნაწილი - 12 000 ლარი აიღეს, თუმცა  დაპირების მიუხედავად, მსჯავრდებულის შეწყალება არ მომხდარა.

ორივე ბრალდებულს ბრალდება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები,  სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის  სახედ და ზომად  6 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics