19:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-01 17:31:22, 1085 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც მისწრაფება აქვს გახდეს EU-ის წევრი და პარტნიორებს აბრალებდე, რომ მათ ომი უნდათ

შენ არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება რომ გახდეს ევროკავშირის წევრი და ყოველ მეორე დღეს ხან ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე და ხან ჩვენს პარტნიორებს აბრალებდე, რომ მათ უნდათ ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაბალანსდეს და არ იყოს ერთი ჯგუფის მართველობა, საჭიროა პარლამენტის, მედიისა და ყველა ინსტიტუტის გაძლიერება.

"მეორე გამოწვევა არის მთავრობის, უმრავლესობის, არ ვიცი ბატონი ივანიშვილისგან მოსული გზავნილების თუ არა, მაგრამ ამ რიტორიკის, რომელიც არის სრულიად მიუღებელი. შენ არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება რომ გახდეს ევროკავშირის წევრი და ყოველ მეორე დღეს ხან ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე, როცა ის ტოვებს ქვეყანას, რაც ასევე ჩვენს ზრდილობასთან და სტუმართმოყვარეობასთან არაფერ კავშირშია და ყოველდღიურად აკრიტიკებდე ხან ევროპარლამენტარებს, ხან თვითონ ჩვენს პარტნიორებს, ხან მათ აბრალებდე, რომ მათ უნდათ ომი, რომ ისინი არიან ომის პარტია. ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ ომი კონტინენტზე აღარა ყოფილიყო იმ ევროპულ ქვეყნებს შორის და მართლაც შეძლო ეს...

მთავარი ბალანსი ამ ერთპიროვნული თუ ერთი ჯგუფის, თუ ერთი პარტიის გავლენის, თუ მთავრობის პრემიერი მართავს, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ინსტიტუტების გაძლიერება ხდებოდეს... ამიტომ უნდა გააძლიერო ინსტიტუტები, ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ბრძოლა, პარლამენტში, მედია... ყველა ეს ინსტიტუტები არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დაცვა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics