|
2023-06-30 18:28:35, 1005 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - „ფრანკლინის კლუბი“ რეალურად ლევან რამიშვილის და „კმარას“ კლუბი იყო
ანარქისტული ორგანიზაციები შექმნეს, დაარქვეს „ფრანკლინის კლუბი" რომ ახალგაზრდას ასოციაცია გაუჩნდეს ამერიკასთან და ბენჯამინ ფრანკლინთან, რეალურად კი ლევან რამიშვილის და „კმარას" კლუბი იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს ახალგაზრდები ოპოზიციამ გამოიყენა და შემდეგ მიაგდო". „ამ ახალგაზრდების ჯგუფი, დიდი ალბათობით, არიან შეცდენილები, გამოიყენეს და რა მოხდა, აბა მითხარით.. გამოიყენეს და ჩარჩნენ ციხეში. გამოძიება მიმდინარეობს და გაგრძელდება ბოლომდე, ჩვენ ვაკვირდებით ყველას და ყველაფერს. ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს არაფრის. სხვა მოტივაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ არ ვყოფთ, დისკრიმინაციული მიდგომები არ გვაქვს არც ერთი მოქალაქის მიმართ, მით უმეტეს, რატომ უნდა გვქონდეს დისკრიმინაციული მიდგომა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ასეთ დანაშაულს ჩაიდენს?! გამაგებინეთ უბრალოდ, სად არის ლოგიკა და სამართალი. ამაზეა საუბარი. ეს ანარქისტული ორგანიზაციები შექმნეს, „ფრანკლინის კლუბი" დაარქვეს, ამ დროს რეალურად იყო ლევან რამიშვილის კლუბი, „კმარას" კლუბი და დაარქვეს „ფრანკლინის კლუბი", რომ ასოციაცია გაუჩნდეს ახალგაზრდას ამერიკასთან და ბენჯამინ ფრანკლინთან. ესეც ხომ მორიგი ფანდი იყო და სიცრუე იყო, რომელიც ჩამოგემსხვრათ და ხუხულასავით დაიშალა იმიტომ, რომ მანდ არავითარი სიმართლე არ იყო. სად არის აბა დღეს „ ფრანკლინის კლუბი"?! სად არის ანარქისტული ორგანიზაციები?! რატომ არ აქტიურობთ და რატომ არ იცავთ? რომ გამოიყენეთ და მიაგდეთ მერე ეს ახალგაზრდები. ხო ვიცით ზუსტად, რომ გამოიყენეთ ეს ახალგაზრდაც, ის ახალგაზრდაც, სხვებიც, გამოიყენეს, ასროლინეს "მოლოტოვის კოქტეილები", ჩვენ ჩატები გავხსენით, ინფორმაციები გვაქვს, თქვენ რა გგონიათ, აქ ვიღაცეები რაღაცეებს გეგმავენ და ჩვენ არაფერ არ ვიცით?! ყველაფერი ვიცით და ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის, როცა საქმე ეხება უკანონო საქმიანობას. გამოძიების ფარგლებში ამოღებულ იქნა და ამის თაობაზე ინფორმაცია არსებობს, ყველაფერი. თქვენი საქმე არ არის ვისი ჩატები გავხსენით, ვითომ რაღაც საინტერესო ფაქტი დაიჭირა. ამიტომ, წყნარად იყავით, მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)