05:38 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 18:40:35, 387 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვერენჩხილაძე: პრეზიდენტის მოხსენება გარკვეულ აზრთა გაცვლა-გამოცვლის საგანი უნდა გახდეს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის ფორმატი თავად პარლამენტის გადასაწყვეტია.
როგორც კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს  ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ნებისმიერ შეთავაზებულ ფორმატში შეუძლია ისაუბროს, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური დებატებისთვისაც მზადაა.
მასთან, გიორგი კვერენჩხილაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მოხსენება გარკვეულ აზრთა გაცვლა-გამოცვლის საგანი უნდა გახდეს.
"კონსტიტუციის შესაბამისად, სახელმწიფოს მეთაური ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფოს მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთნ დაკავშირებით.ეს მოიცავს როგორც საშინაო, ისე საგარეო სფეროს და საკმაოდ მრავალფეროვანია.ფორმატი პარლამენტის გადასწტვეტია , თუმცა საქართვღლოს პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა მისი მზადყოფნა ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობისთვის, მათ შორის პოლიტიკურ დებატებშიც.სახელმწიფოს  მეთაურის მიერ,  რომელიც არის მთავარსარდალი, კონსტიტუციის დაცვის გარანტი,  ქვეყნის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტი, საყოველთაო სახალხო გზით არჩეული ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი,  მისი მოხსენება სახელმწიფოს მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ გარკვეული აზრთა გაცვლა გამოცვლის საგანი უნდა გახდეს",-განაცხადა გიორგი კვერნჩხილაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით, 18 მარტს წარდგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics