2023-06-30 14:43:50, 1060 ნახვა
სამართალი
ზუგდიდში 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს
ზუგდიდში 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დედამ მუცლის ტკივილის გამო სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანა, გოგონა კი, რამდენიმე თვის ორსული აღმოჩნდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,