2023-06-30 13:12:39, 1052 ნახვა
სამართალი
შსს-ს ცნობით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს [ვიდეო]
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ორივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.
"შეაწუხე ირაკლი" - ამ სლოგანით საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ და პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას ეხმაურებიან.
ცნობისთვის, მთავრობის მეთაური დღეს, 30 ივნისს სკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,